სტატისტიკა
სუპერლიგის გუნდთან
ერთად ქუთაისში სათამაშოდ „რუსთავის“ 20-წლამდელებიც ჩავიდნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში
გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი ქვემოქართლელებმა მოიგეს. შეხვედრა სტუმართა
უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათი 6-ქულიანი გამარჯვებით
– 73:67 დასრულდა.
თავიდან თანაბარი
თამაში გაჩაღდა. ქუთაისელები არ ტყდებოდნენ და რუსთაველებს ფეხდაფეხ მისდევდნენ. პირველი
მეოთხედი ქვემოქართლელთა გამარჯვებით – 22:20 დასრულდა. მეორე პერიოდიდან კი სტუმრებმა
ინიციატივა მოიპოვეს და სოლიდურად დაწინაურდნენ. დიდი შესვენებისთვის რუსთაველები
10 ქულას იგებდნენ და უპირატესობა თამაშის განახლებიდან მალევე კიდევ უფრო გაზარდეს.
ქუთაისელებმა,
რომლებსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, დარჩენილ დროში
ვეღარაფერი შეცვალეს. მაქსიმუმი, რასაც მასპინძლებმა მიაღწიეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო.
რუსთაველთაგან
18 ქულით თორნიკე ქიტოშვილი გამოირჩა. ლევან ურიდიას ანგარიშზე კი 14 ქულა და ამდენივე
მოხსნა დაგროვდა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა გიგი გოგობერიშვილმა. ქუთაისელებს გუჯა
ბირკაიამ 23 ქულით ულიდერა, 17 ქულა და 9 მოხსნა ლადო ფურცხვანიძის ანგარიშზეა.