სტატისტიკა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის ერთი შეხვედრა გაიმართა დღეს ქუთაისში, სადაც სათამაშოდ ,,რუსთავი’’ ჩავიდა.
რეგიონის გუნდებს შორის დაპირისპირება სტუმრების
იოლი გამარჯვებით დასრულდა – 58:81 რუსთაველთა სასარგებლოდ.
სტუმრებმა თამაში
თავიდანვე კარგად დაიწყეს და სოლიდური უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს –
25:11. ქიტოშვილის და ლორთქიფანიძის შედეგიანობის წყალობით მეორე პერიოდის შუაწელში
რუსთაველთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა
– 14:45.
ქუთაისლები რთული
ამოცანის წინაშე დადგნენ. მართალია, მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკეთესი თამაში აჩვენეს
და მესამე პერიოდის მოგებაც მოახერხეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსთაველებს
სოლიდური უპირატესობა ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ და სეზონის მე-3 გამარჯვებამდე
მშვიდად და ყოველგვარი გართულებების გარეშე მივიდნენ.
რუსთაველებს ქიტოშვილმა
და ლორთქიფანიძემ 21-21ქულით ულიდერეს.
ქუთაისელთა რიგებში
კი 12 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა, 10-10 ქულა დემეტრე ნანობაშვილმა და გუჯა ბირკაიამ
მიითვალეს. ამ უკანასკნელმა 15 მოხსნაც მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი
შეასრულა.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩები 23 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
საშინლად ვითამაშეთ. გუნდი, ფაქტობრივად, დღეს შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი ტრავმირებული
მოთამაშე გვყავს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერაფრით მოვახერხეთ ჩვენი თამაში გვეპოვა.
,,რუსთავი’’ ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი უკანახაზი ჰყავთ და დაცვაში წინააღმდეგობა
ვერ გავუწიეთ, თავდასხმაში კი ჩემმა მოთამაშეებმა ვერ შეასრულეს მითითებები და დავალებები.
ნუცუბიძე ტრავმირებულია და როგორც შეძლო, ითამაშა, ანალოგიურად არის მაცაბერიძეც. როცა
ორი ძირითადი მოთამაშე ვერ გეხმარება ისე, როგორც საჭიროა, თამაში, ბუნებრივია, ირევა.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, მეორე შემადგენლობით ვეცადეთ
წინააღმდეგობა გაგვეწია, თუმცა ,,რუსთავმა’’ გამოცდილების და სიძლიერის ხარჯზე გვაჯობა.
მივულოცავ მათ გამარჯვებას, ჩვენთვის კი ეს შეხვედრა იქნება სასწავლი, რათა მინიმუმამდე
დავიყვანოთ შეცდომები.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
თავიდანვე წაგვივიდა თამაში და ლიდერობა მალევე მოვიპოვეთ. მეტოქეს პირიქით, არ წაუვიდა
თამაში და ჩვენც არ გაგვიჭირდა გამარჯვების მოპოვება. ბიჭებმა ძალიან კარგად იასპარეზეს
და მადლობას ვეტყვი მათ.