“სამედიცინომ” პირველი გამარჯვება იზეიმა

“სამედიცინომ” პირველი გამარჯვება იზეიმა

ცოტა მოულოდნელი შედეგით განახლდა საქართველოს ახალგაზრდული (20–წლამდელთა) ჩემპიონატი. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც მიმდინარე პირველობაზე გამარჯვება არ მოეპოვებინა, მთელი 45 ქულით დაამარცხა კახა შენგელიას “მართვე”.

“მედიკოსებმა” შესაშურად იბრძოლეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. განსაკუთრებით კი ირაკლი გაბისონიამ მოიწადინა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა სამმაგი დუბლის შესრულებამდე: 20 ქულა, 21 მოხსა და 7 პასი. ამასთან “გაბიმ” 4 ჩაჭრაც გაახერხა და თამაში მართლაც შეთამბეჭდავი შედეგიანობით დაასრულა. აღსანიშნავია ასევე ვახტანგ ჩქარეულის 28 და ირაკლი ლეჟავას 20 ქულა, რომელტა კარგმა თამაშმაც “მართვეს” წარმატების შანსი გადაუწურა.