საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევში უკრაინა დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევში უკრაინა დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევში გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის დედაქალაქში საერთაშორისო ტუნირზე იმყოფება, რომელშიც ჩვენთან ერთად სლოვაკეთის U20 და უკრაინის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებები ასპარეზობენ.

ჩვენების პირველი მეტოქე გახლდათ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად – 72:56 სძლია. პირველ პერიოდის 5 ქულით მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 21 ქულით გალიდერდნენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბს საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და ასეც მოხდა. მოედანზე მეტ-ნაკლებად თანაბარი დროით ნაკრების წველა კალათბურთელი გამოჩნდა, რომლებმაც შესათამაშებლად აუცილებელი გამოცდილება მიიღეს.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 16 ქულით გაიმარჯვა. ყველაზე სარგებლიანი ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა. 9-9 ქულა მოაგროვეს ზურაბ ჟღენტმა და ნიკა მეცხვარიშვილმა. 

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 21 ივნისს, სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.

უკრაინა U18 – საქართველო U20
სტატისტიკა: 56:78