საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სკვალიფიკაციო მატჩი წააგო. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში პორტუგალიასთან წაგების შემდეგ 5-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო და პირველი დაპირისპირება ბულგარეთთან გამართა. სლავურ დერბიში ბულგარელებმა ნახევარფინალი რუსებთან 66:105 დათმეს და საქართველოს მსგავსად საკვალიფიკაციოს გზას დაადგნენ.
მე-5 ადგილისთვის გასასვლელ მატჩში საქართველოსა და ბულგარეთის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 86:75 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა პირველი და მესამე პერიოდები დათმო, რის შემდეგაც 12 ქულით ჩამორჩა და დარჩენილ ათწუთეულში თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. ჩვენს ნაკრებში 17 ქულით და 5 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლოზ მეცხვარიშვილი. 16 ქულა მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლო მატჩს 21 ივლისს, ისლანდიასთან გამართავს, რომელმაც პარალელურ საკვალიფიკაციო შეხვედრაში ჰოლანდიასთან უშანსოდ – 68:87 წააგო. საქართველო და ისლანდია ერთმანეთს B დივიზიონის მე-7 ადგილს შეეცილებიან.
რაც შეეხებ A დივიზიონში გადასასვლელ რბოლას, პორტუგალიამ ნახევარფინალში რუსეთსაც მოუგო (76:69) და ფინალში გავიდა, სადაც ბელგიის 82:64 დამამარცხებელ ჩეხეთს შეხვდება. პორტუგალიამ და ჩეხეთმა A დივიზიონის საგზურები უკვე მოიპოვეს, მესამე საგზურისთვის კი ნახევარფინალშ დამარცხებულები – ბელგია და რუსეთი შეერკინებიან.
ბულგარეთი – საქართველო
სტატისტიკა: 86:75