საშეჯიბრო დეპარტამენტმა სეზონის დაწყებამდე სუპერლიგის გუნდებთან ბოლო შეხვედრა გამართა

საშეჯიბრო დეპარტამენტმა სეზონის დაწყებამდე სუპერლიგის გუნდებთან ბოლო  შეხვედრა გამართა

დღეს სპორტისა და საქმეთა ახალგაზრდობის სათათბირო დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტისა და 2013-2014 წლების სეზონის  სუპერლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელთა რიგით მესამე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
 სუპერლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა  და საშეჯიბრო დეპარტამენტი  შეხვდნენ. 
 ვინაიდან დაფინანსებასთან დაკავშირებულ  სისტემაში ცვლილებებია  და მომავალი სეზონი გარდამავალია,  ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, ხოლო კალათბურთის განვითარების პროექტის დეტალების დაზუსტების  შემდეგ სუპერლიგის  დებულებაში კლუბებებთან შეთანხმებით გარკვეული საკითხების შეცვლა ან დამატებაც იქნება შესაძლებელი.  
შეგახსნებეთ,  რომ საკალათბურთო სეზონი 25 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო მანამდე 18 ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალი აიღებს სტარტს.  წლევადელ სეზონში 8 გუნდი იასპარეზებს: დინამო, შსს აკადემია, არმია, ბათუმი, ქუთაისი, სოხუმი,  ოლიმპი და რუსთავი.