საშეჯიბრო დეპარტამენტმა სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების გუნდებთან წინასასეზონო შეხვედრა გამართა

საშეჯიბრო დეპარტამენტმა სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების გუნდებთან წინასასეზონო შეხვედრა გამართა

დღეს ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა  2016-2017 წლების სეზონთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა ასაკობრივ ლიგებში მონაწილეობის მსურველ და სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან. შეხვედრაზე გუნდებს გაეცნოთ ახალი პროგრამა განაცხადების ელექტრონულად შევსების შესახებ და გადაწყდა 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატისა და  დუდუ დადიანის მემორიალის დაწყების თარიღები.
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ახალი სეზონი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს, ხოლო 2016 წლის დუდუ დადიანის მემორიალი 5 ოქტომბერს დაიწყება.