სერბეთი და ისლანდია “ა” დივიზიონში გადავიდნენ, საქართველო მე-11 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

სერბეთი და ისლანდია “ა” დივიზიონში გადავიდნენ, საქართველო მე-11 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

სრულდება თბილისში მიმდინარე ფიბა-ს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები. უკვე ცნობილია იმ 2 გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ წელს “ა” დივიზიონში იასპარეზებენ. ესენი არიან ფინალში გასული სერბეთი და ისლანდია, ხოლო ელიტის კიდევ ერთი საგზურისთვის ნახევარფინალებში ხსენებულ ნაკრებებთან დამარცხებული ფინეთი და ესტონეთი იბრძოლებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე მე-11 ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქე კოსოვო იქნება. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ტურნირში კოსოვო უკვე დაამარცხა, როცა ჯგუფურ ეტაპის მე-3 ურში შეხვდა. 

მას შემდეგ, რაც პლეი ოფში ვერ გავიდა, საქართველოს ნაკრები 9-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაერთო. ჩვენებმა პირველი მატჩი ჰოლანდიას მოუგეს, თუმცა 23 ივლისს ირანდიასთან ვერაფერი გააწყვეს. ჩვენს ნაკრებს კელტებთან წარმატების შანსი არ ჰქონიათ. პირველივე წუთებზე გვარიანად ჩამორჩნენ და თამაშის ბოლომდე სხვაობა 10 ქულამდეც არ შემცირებულა. საბოლოოდ ირლანდიელებმა 75:52 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ვერ შეძლო პლეი ოფში ვერგასულ გუნდებში საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა და დღეს, 16:45 საათზე კოსოვოსთან 11-ე ადგილისთვის თამაში მოუწევს. მე-9 ადგილისთვის კი ირლანდია და უნგრეთი ითამაშებენ.