შსს აკადემიის დაგეგმილი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს აკადემიის დაგეგმილი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა
გალერეა 

20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩს დღეს საკალათურთო
აკადემიამ უმასპინძლა. გათამაშების ლიდერი “შსს-აკადემია” “სოხუმს”
შეხვდა და დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა – 70:45.
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა აკადემიელებმა თამაშზე კონტროლი
თავიდანვე დაამყარეს. პირველი მეოთხედის ბოლოს შსს-ელთა 8-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა
– 22:14. დიდ შესვენებამდე ჟღენტის გუნდმა უპირატესობის გაზრდა 6 ქულით მოახერხა და
ტაიმის შემდეგ აკადემიელთა ლიდერობამ სოლიდური სახე მიიღო – 38:24.
დარჩენილ დროში თამაშმა ფორმალური ხასიათი მიიღო.
“შსს-აკადემიას” გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური
შედეგით დასრულდა. აკადემიელებმა 25-ქულიანი მოგება გაიფორმეს და ლიდერობა კიდევ უფრო
განიმტკიცეს.
შსს-ს აკადემიის გუნდში მაღალი შედეგიანობა გამოავლინა
მერაბ მირზიაშვილმა. 18 წუთში მან 18 ქულა მოაგროვა. აკადემიელთა მეორე მეფარე შოთა
გელაზონიამ 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. დამარცხებულთა შორის 19 ქულა ჰქონდა გურამ
კენჭიაშვილს, ხოლო  კონსტანტინე ბიწაძის ანგარიშზე
ორმაგი დუბლი- 10 ქულა და 13 მოხსნა  იყო.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართბა რუსთავში, სადაც ადგილობრივ
გუნდს “ოლიმპი” დაუპირისპირდება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ადრეც აღვნიშნე, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე უნდა
მოუმატოს და ასეც ხდება. დღეს დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.
ჩვენი მიზანი ახალგაზრდების სწორად გაზრდაა.

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): შსს აკადემიის ძირითადი ბირთვი უკვე 2 წელია ერთად თამაშობს,
გამოცდილი მოთამაშეებიც დაიმატეს და ნამდვილად ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტია.
ვიცოდით, რომ დღეს გაგვიჭირდებოდა, თუმცა ვცდილობთ გარკვეული სათამაშო მონახაზები დავხვეწოთ.
მეორე წრიდან ალბათ უკეთესი გუნდი ვიქნებით.