20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის რიგით
მეორე მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დებიუტანტ ,,ოლიმპის” დაპირისპირება
შედგა, სადაც შსს აკადემიამ დიდი სხვაობით, ანგარიშით 89:48 იმარჯვა.
შეხვედრა თავიდანვე
,,ძალოვანთა” უპირატესობით დაიწყო, რომლებიც შეუჩერებელნი აღმოჩნდნენ და მეტოქესთან
უპრობლემოდ იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შსს აკადემიამ 20-წლამდელთა მიმდინარე სეზონი წაუგებლად ჩაამთავრა და 14 ქულით სატურნირო ცხრლში პირველ ადგილზე იმყოფება,
მოგებულებს 21 ქულით ნოდარ თენეიშვილმა ულიდერა, ხოლო
,,ოლიმპის” შემადგენლობაში 11 ქულით ლუკა მინაშვილი გამოირჩა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში შსს – ,,ოლიმპის” შეხვედრამდე ტურის კიდევ ერთი მატჩში გაიმართა,
სადაც სტუ-მ სოლიდური სხვაობით სძლია მაკაბის გუნდს – 110:88.
ტურის დასკვნითი შეხვედრა კი 24 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში 12 საათზე გაიმართება:
,,სოხუმი” ,,ოლიმპს” დაუპირისპირდება და 20-წლამდელთა
ჩემპიონატის პირველი წრეც ამით დასრულდება.