შსს-მ რუსთავი დაამარცხა

შსს-მ რუსთავი დაამარცხა

 20-წლამდელთა
მე-5 ტურის დასკვნითი მატჩი დღეს რუსთავში გაიმართა. ადგილობრივმა ,,რუსთავმა” შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდს უმაპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით
დამარცხდა – 62:86.

,,ძალოვნებმა”თავიდანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რაც მატჩის
ბოლომდე შეინარჩუნეს და დამაჯერებელად იმარჯვეს. ქვემოქართლელებს 13 ქულა შოთა ნარჩომაშვილმა
შესძინა, ხოლო შსს-ს გუნდს ლევან ლოლიშვილმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.

 შეგახსენებთ,
რომ 20-წლამდელთა მომდენო ტური 6 დეკემბერს, ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში შედგება:
შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,მაქაბს”(10:00), ,,ოლიმპი” ,,რუსთავს”(12:00), ხოლო
,,თბილისის კარდინალები” ,,სოხუმს”(14:00) დაუპირისპირდება.