სტატისტიკა
გალერეა
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურის პირველ მატჩში
ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები შეხვდნენ. ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილი
“ოლიმპი”, ტურნირის აუტსაიდერ “სოხუმს” დაუპირისპირდა.
ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილ სოხუმელებს მიმდინარე სეზონში
გამარჯვება არ მოუპოვებიათ და წარმატების მიღწევის მორიგი შანსი ვერ გამოიყენეს. არადა,
“სოხუმმა” თედო მეგრელაძის შედეგიანობის წყალობით თამაში მძლავრად დაიწყო,
პირველი მეოთხედი 18:15 მოიგო და მეორე პერიოდის შუაწელამდე ლიდერობდა.
ოლიმპელებმა პირველი ტაიმის ბოლო 5-წუთეულში მატჩში
გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მეორე პერიოდი ცაგარეიშვილის გუნდმა 24:12 მოიგო და დიდ
შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ამის შემდეგ “ოლიმპმა” ლიდერობა
აღარ დათმო და გამარჯვებამდე იოლად მივიდა – 78:61.
გამარჯვებულებს 15 ქულით ნოდარ გოგოძემ ულიდერა, 14
დააგროვა ლაშა მირზაშვილმა, ხოლო თემურ ფხაკაძის ანგარიშზე 13 ქულა იყო. დამარცხებულ
სოხუმელთაგან მეგრელაძე გამოირჩა 27 ქულით,
შოთა გოლეთიანის ანგარიშზე კი 12 დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან ვეცადეთ, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა,
თუმცა ამან არ გაამართლა. ამიტომ გადავეწყვეთ, სრული კონცენტრაცია მოვახდინეთ და მეორე
ნახევრიდან უფრო სერიოზული თამაში ვაჩვენეთ, რამაც შედეგი გამოიღო და წარმატებას მივაღწიეთ.
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): შეტევაში მეტნაკლებად გამოვასწორეთ თამაში, თუმცა რამდენიმე
მოთამაშე გვაკლდა და ამან გუნდის დაღლა განაპირობა. ფარი წავაგეთ, რის გამოც დავისაჯეთ
და დიდი ანგარიშით დავმარცხდით.