სოხუმის პირველი გამარჯვება

სოხუმის პირველი გამარჯვება

 სტატისტიკა
 გალერეა 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1 მატჩს უმასპინძლა თბილისის
სპორტის ახალმა სასახლემ, სადაც ერთმანეთის პირისპირ მოქმედი ჩემპიონი „სოხუმი“ და
„ზაზა“ წარსდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ სოხუმელთა
გამარჯვებით – 65:58 დასრულდა.

„ზაზა“ ძირითადად 18-წლამდელი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული
და დიდ ასაკში თამაში შედარებით უჭირს. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გინდმა პირველი
პერიოდი 20:14, თუმცა სოხუმელებმა მეორე პერიოდი თამაში დაალაგეს და ტატო ზუზაძის შედეგიანი
თამაშით დიდ შესვენებამდე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე პერიოდის 25:9 მოგებით
მიშა ჩიტაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი სოხუმელები 39:30 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში „ზაზა“ ცდილობდა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც
მოახერხა, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ სოხუმელებმა 7 ქულით იმარჯვეს
და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 29 ქულით სოხუმელთაგან საუკეთესო ტატო ზუზაძე
გახლდათ. 11 ქულა დააგროვა რომა კვერნაძემ, ხოლო რეზო ჩიქოვანის ანგარიშზე 9 ქულა და
21 მოხსნა დაგროვდა. „ზაზაში“ 14 ქულით ბომბარდირი დაჩი დვალაძე გახდა, ხოლო საუკეთესო
შედეგი – 10 ქულა და 20 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა მოაგროვა.