სტატისტიკა გალერეა
„აკადემიასა“
და „სოხუმს“ შორის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია გათანაბრდა. თემურ
კანკიას მიერ გაწვრთნილმა სოხუმელებმა, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა „აკადემიასთან“
74:79 წააგეს, მეორე მატჩში სოლიდური სხვაობით გაიმარჯვეს.
მატჩის მესამე
პერიოდში ჩემპიონატის გამორჩეული ანგარიში დაფიქსირდა. აღნიშნული პერიოდი სოხუმელებმა
42:9 (!) მოიგეს და ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგეს. ბოლო მეოთხედის წინ კანკიას გუნდი
41 ქულით იგებდა და დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა.
საბოლოოდ, „სოხუმმა“
97:69 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვებულებს 26 ქულითა და 22 მოხსნით
კოტე ბიწაძემ ულიდერა. 21 ქულა დააგროვა ტატო ზუზაძემ, ხოლო დიმიტრი ბობილევმა და ლუკა
ბულიავამ 17-17 ქულა მიითვალეს. „აკადემიაში“ 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა ღურწკაია
გახლდათ.
ნახევარფინალური
სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში, 8 მაისს, 11:45 საათზე
გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
წინა თამაშში საკაოდ კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბევრი ბურთი და საჯარიმო ვერ ჩავაგდეთ,რამაც
ჩვენი 5 ქულით წაგება განაპირობა. დღევანდელ მატჩში ბიჭები ძალიან მოტივირებულები იყვნენ
და თავიანთი მაქსიმუმი გაიღეს, ამიტომ მოვიგეთ დამაჯერებლად. გადამწყვეტ მატჩში ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვა.
გია წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, ვულოცავ ,,სოხუმის’’ გუნდს, ღირსეულად ითამაშეს და ღირსეულად გაიმარჯვეს.
ჩვენ საერთოდ გუნდის სახე არ გვქონდა, ალბათ, ჩემი შეცდომების ბრალიც იყო ეს. გუნდი,
რომელიც არ იბრძვის, მოგების ღირსი არაა.