სტატისტიკა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის ერთი მატჩი გაიმართა დღეს ქუთაისში, სადაც სათამაშოდ ,,სოხუმის’’ გუნდი
ჩავიდა. დაძაბული და საინტერესო მატჩის ბოლოს გამარჯვება სოხუმელებს დარჩათ, მასპინძლებმა
კი სეზონში მე-9 მარცხი განიცადეს.
თამაშის პირველი
პერიოდი თანაბრად წარიმართა, თუმცა ათწუთეულის ბოლოს ქუთაისელებს მინიმალური უპირატესობა
მაინც ჰქონდათ – 16:15. მეორე პერიოდში ბულიავას და ჯანხოთელის კარგი თამაშის წყალობით
ლიდერობა სტუმრებმა მოიპოვეს და დიდი შესვენებისთვის 42:38 გალიდერდნენ.
თანაბარი ბრძოლა
გაგრძელდა მესამე პერიოდში. გადამწყვეტი კი ბოლო ათწუთეულის პირველი ნახევარი გამოდგა,
როცა სოხუმელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. ქუთაისლებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს,
თუმცა გამარჯვებისთვის ძალები არ ეყოთ.
გამარჯვებულებს
შორის 5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გაადაბიჯა. საუკეთესო ლუკა ბულიავა იყო
18 ქულით და 8 მოხსნით, 16 ქულა ჰქონდა ირაკლი ჯანხოთელს, 13 თეგა გეთიას, ვიტალი ცქიფურიშვილმა
11 ქულა მიითვალა, კონსანტინე ბიწაძემ კი – 10.
ქუთაისლებს
22 ქულით და 10 მოხსნით რატი ნუცუბიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი შეასრულა ლადო ფურცხვანიძემაც
– 21 ქულა, 12 მოხსნა, 14 ქულა დაგროვდა ირაკლი მაცაბერიძის ანგარიშზე, გიორგი გუმბურიძემ
კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ხვალ, რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი
,,ოლიმპს’’ მიიღებს.