სოხუმმა ქუთაისი დაამარცხა და ფინალში გავიდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სოხუმმა ქუთაისი დაამარცხა და ფინალში გავიდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისში დასრულდა 20-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის
განმეორებითი მატჩი ადგილობრივ ,,ქუთაისსა“ და ,,სოხუმს“ შორის, სადაც სოხუმელებმა  მასპინძლები 71:63 დაამარცხეს.

,,ზღვისპირელბმა“
მეტოქეს სერიაში 2:0 მოუგეს და და ფინალური საგზური მოიპოვეს.

სოხუმის გუნდმა მატჩითავიდანცე დამაჯერებლად დაიწყო
და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდა – 45:31.  მესამე მეოთხედში მაპინზლები გააქტიურდნენ და პერიოდის
მიწურულს ანგარიშსი სხვაობაც შემაცირეს (53:60), თუმცა სოხუმელებმა დაცვაში ხისტი თამაშის
წყალობით მეტოქეს დაწინაურების შანსი არ დაუტოვეს და მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის
ბოლომდე შეინარჩუეს. ,,ქუთაისმა“ ვერც მეოთხე მეოთხედში შეძლო მეტოქისთვის სათანადო
წინააღმდეგობის გაწევა და ნახევარფინალურ სერიაში 0-2 დამარცხდა.  

 ,,სოხუმს“
20 ქულით დიმიტრი დვალიშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლით, 12 ქულითა და 14 მოხნით
 თავი ოთო ბულიავამ გამოიჩინა.  ქუთაისელთა მხრიდან კი ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ შეასრულა. გიორგი ცირეკიძემ 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო ავთანდილ
ლომინაშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნაა.  

მატჩის დასრულების ,,ქუთაისისა“ და ,,სოხუმის“ მწვრთნელთა
მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

 ლიკა ქაჯაია (სოხუმის მწვრთნელი):
ისევე როგორც სერიის პირველი შეხვედრა, დღევანდელი მატჩიც პირველიდან ბოლო წუთამდე
დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩვეულებისამებრ, ჩვენ მაქსიმაურად დიდი აქცენტი
გავაკეთეთ დაცვაზე, სადაც ბიჭებმა ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ და მეტოქეს ბურთის
ჩაგდების საშუალება არ აძლევდნენ. ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე ,,დინამო“ იქნება და  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივაღწიოთ
დასახულ მიზანს.

მალხაზ კოხრეიძე
(ქუთაისი მწვრთნელი): ჩვენმა მეტოქემ ბრწყინვალედ ითამაშა და დამსახურებულად გავიდა
ფინალში. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ, შორი და   საშუალო
დისტანციიდან სროლა არ გამოგვივიდა, რაზეც ჩვენს რეზულტატში პროცენტულების დაბალი მაჩვენებლიც
მეტყველებს. ,,სოხუმმა“ ზონური დაცვა ითამაშა და ამით დიდი პრობლემები შეგვიქმნა.  მოწინააღმდეგემ ფარქვეშ თამაშის საშუალება არ მოგვცა,
შორი მანძილიდან სროლებში კი ვერაფერი გავაწყეთ. მიუხედავად ამისა, ბიჭებით მაინც კმაყოფილი
ვარ. მათ ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს.  ჩვენი გუნდი უმეტესად 1994-1995 წელს დაბადებული
კალათბურთელებითაა და დკომპლეექტებული და ამ ასაკის ბავშვებისთვის 20-წლამდელთა ლიგაში
ასპარეზობა იოლი ნამდვილად არ არის. საერთო ჯამში ,,ქუთაისის“ ასპარეზობას ჩემპიონატში
დადებითად ვაფასებ და ვთვლი რომ გუნდი წლევანდელ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

20-წლამდელთა ლიგა
ნახევარფინალი
შსს აკადემია – დინამო 58:60  (მატჩის მიმოხილვა)