სტატისტიკა
გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატის 1 შეხვედრა შედგა დღეს რუსთავში, სადაც გათამაშების აუტსაიდერი “სოხუმი”
ჩავიდა და ისე წააგო, შანსი არ ჰქონია. თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილი
“სოხუმი” მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ისე დასუსტდა, რომ მიმდინარე გათამაშებაში
გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებია.
რუსთავში სოხუმელებს
გვარიანად გაუჭირდათ. მატჩი მასპინძელთა სწრაფი და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით
დაიწყო. პირველი მეოთხედის მიწურულს რუსთაველები 22:4 იგებდნენ, სტუმრები კი სცენარის
შეცვლას ვერ ახერხებდნენ. მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა ტემპი ცოტა დააგდეს და მოპოვებული
უპირატესობის შენარჩუნებას მიჰყვეს ხელი. ირაკლი ჯაფარიძის და მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი
ქვემოქართლელები მეტოქეს ყველა მცდელობას, რამე შეეცვალათ, საზრიანი თამაშით ანეიტრალებდნენ.
დიდ შესვენებაზე
რუსთაველები 13 ქულით იგებდნენ, თუმცა მასპინძელთა უპირატესობამ მალე 20-ქულას მიაღწია
და ცხადი გახდა, რომ “სოხუმის” უიღბლო სერია მე-8 მატჩამდე გაგრძელდებოდა.
საბოლოოდ “რუსთვმა” 73:59 დაამარცხა მეტოქე და მიმდინარე ჩემპიონატში მე-3
გამარჯვება მოიპოვა.
რუსთაველთაგან
დიდად გამორჩეული არავინ ყოფილა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს და ხუთმა მათგანმა
10-ქულიან ზღვარს უწია. ყველაზე მეტი – 12-12 ქულა, გიორგი ტურძელაძემ და გიგი გოგობერიშვილმა
მიითვალეს, გიორგი დვალის ანგარიშზე კი 11 ქულა იყო. დამარცხებულთაგან გურამ კენჭიაშვილი
გამოირჩა 17 ქულით, 11 ქულა ჰქონდა შოთა გოლეთიანს, კოტე ბიწაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 11 მოხსნა,
9 ქულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ჯაფარიძე(“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):მადლობელი
ვარ ბიჭების, თავიდან ბოლო წუთებამდე ღირსეულად იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების, რომლებიც გუნდში საკმაოდ გვყავს და მიზნად
სწორედ მათი განვითრება გვაქვს დასახული. სასიხარულოა, როცა ახალგაზრდებს მონდომება
გამარჯვებით უფასდებათ.
თემურ კანკია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ რუსთავს გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარეთ,
დღეს არაფერი გამოგვივიდა.