20–წლამდელთა კალათბურთელთა შორის დასრულდა ფინალური სერიის
რიგით მეორე სერია სტუ-სა და თსუ-ს შორის, სადაც ჩემპიონის ტიტული სტუ-მ მოიპოვა.
,,ტექნიკოსებმა” თსუ-ელები ზედიზედ მეორედ დაამარცხეს – 80:74, სერია 2:0 მოიგეს და გაჩემპიონდნენ.
ვიცე- ჩემპიონ თსუ-ს 23 ქულით ზურა მაისურაძემ ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ბექა ახალაიამ(11ქ.13მ) და ბექა ბექაურმა მიითვალეს(14 ქ.11მ). ჩემპიონთა
რიგებში კი საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც 22 ქულითა და 15 მოხსნით
ორმაგი დუბლი შეასრულა.
20-წლამდელთა ჩემპიონის თასი სტუ-ს გუნდის კაპიტანს,
გიორგი ტეტელაშვილს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, აკაკი დვალიშვილს
რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი გადეცა.