თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

29 ნოემბერს 14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის მთავარი ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირია. ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაც.
პირველი ტურის მატჩებს 53-ე საჯარო სკოლის დარბაზმა  უმასპინძლა. თსსუ-სა და ჰიუნდაის დაპირისპირება სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით, 68:50 დასრულდა. „მედიკოსებს“ 45 ქულით გიორგი მუზაშვილმა ულიდერა, ხოლო „ჰიუნდაი 2“-ში  ორმაგი დუბლით   საბა ხოხონიშვილი (17 ქულა, 13 მოხსნა) და საბა გაჩეჩილაძე (11 ქულა, 10 მოხსნა) გამოირჩნენ.
 საინტერესო გამოდგა აკადემია2-სა და იმედის დაპირისპირება. შეხვედრა 90:83 დასრულდა აკადემიელთა გამარჯვებით, თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტი-  
„იმედის“ მოთამაშემ  მიხეილ ღონღაძემ – 79 (!) ქულა დააგროვა და 32 მოხსნაც მიითვალა.  გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს – 17 ქულა გაგა გოდერძიშვილმა დააგროვა, 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი სიმონიშვილმა შეასრულა, 10-ქულიან ზღვარს კი კიდევ ოთხი მოთამაშე გადაცდა   (ლ. ქვარცხავა, 13ქ, ნ. ნუცუბიძე 13 ქ, ლ. დოლიძე 13ქ,   დ. წერეთელი 12ქ.).
აკადემია 2-სა და მართვეს დაპირისპირებაში მართველებმა სოლიდური ანგარიშით იმარჯვეს – 89:36.
ანგარიშში დიდი სხვაობა დაფიქსირდა  ჰიუნდაი1-სა და არგოს შეხვედრაში- ჰიუნდაის გუნდმა არგო 99:15 დაამარცხა. 
2  დეკემბერს ერთი მატჩი გაიმართა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც აკადემია1-მა ზაზას იოლად,  87:27 სძლია. 

 29 ნოემბერი
თსსუ – ჰიუნდაი 2 68:50 (14-13, 18-11, 14-12, 22-14)
აკადემია3 – მართვე 36:89 (9-22, 8-20, 8-25, 11-22)
აკადემია2- იმედი  90:83 (19-20, 24-20, 23-23-27, 24-16)
ჰიუნდაი1 – არგო 99-15 (24-1, 26-3, 25-6, 24-5)

2 დეკემბერი
აკადემია1- ზაზა 87:27 (26-10, 24-3, 18-4, 19-10)