სტატისტიკა გალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. „არმიასა“
და „ზაზას“ შორის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ზაზას საკალათბურთო აკადემიის გამარჯვებით
– 55:50 დასრულდა.
მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა, თუმცა მანამდე,
მე-3 პერიოდში „ზაზამ“ მწყობრი დაცვისა და ზუსტი შორი სროლების ხარჯზე დამაჯერებელი
– 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება პირველ პერიოდს, „ზაზამ“ 10:9 მოიგო,
თუმცა მეორეში არმიელებმა იყოჩაღეს და 19:12 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი
ლიდერობით გავიდნენ – 28: 22.
როგორც აღვნიშნეთ, მესამე პერიოდში „ზაზას“ კალათბურთელებმა
იმარჯვეს, რომლებმაც 10-წუთეული 17:9 მოიგეს. ბოლო მეოთხედში აკადემიელთა უპირატესობამ
10 ქულას მიაღწია და მოპოვებული ლიდერობა „ზაზას აკადემიამ“ ბოლომდე შეინარჩუნა. გამარჯვებულთაგან
15 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ ლოლიშვილი, 13 ქულა და 8 მოხსნა ლადო ალავიძის ანგარიშზე
დაგროვდა. „არმიაში“ 14 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ყირიმელი, ვახტანგ გაფრინდაშვილმა
კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 11 მოხსნა.
ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩი 6 აპრილს გაიმართება.
ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 2 გამარჯვებას მოიპოვებს. მეორე ნახევარფინალურ
წყვილში „ჰიუნდაი“ „რუსთავს“ 1:0 უგებს.