სტატისტიკა გალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია.
საჩემპიონო სერიაში 3 დღის წინ გასულ „ჰიუნდაის“ 6 აპრილს „ზაზაც“ შეუერთდა. ზაზა ფაჩულიას
აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „არმიას“ და ქვეყნის საუკეთესო
გუნდის ტიტულს „ჰიუნდაის“ შეეცილება.
ოლიმპიურ სასახლეში გამართული „ზაზასა“ და „არმიას“
მატჩი თავიდან დაძაბული იყო. არმიელები სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს და
რიგ ეპიზოდებში ჯობნიდნენ კიდეც. ფრედ – 16:16 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ
აკადემიელებმა ინიციატივა მოიპოვეს და მომდევნო 10-წუთეული 12:7 მოიგეს. შესაბამისად,
დიდი შესვენებისთის 5 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში „ზაზას“ მოთამაშეებმა უპირატესობა 10 ქულამდე
გაზარდეს და გადამწყვეტ პერიოდს ხელჩასაჭიდი უპირატესობით შეეგებნენ. გადამწყვეტ მომენტში
აკადემიელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ 8 ქულით – 64:56 გაიმარჯვეს.
„ზაზას“ 18 ქულით საბა აკობიამ ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა დაჩი დვალაძემ მოიხვეჭა.
ხოლო ლადო ალავიძის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. არმიელთაგან 15 ქულით
ვლადიმერ დოლიძე გამოირჩა, 12 ქულა და 10 მოხსნა ბილი ალიევის ანგარიშზე დაგროვდა.
„ჰიუნდაისა“ და „ზაზას“ შორის ფინალური სერია სააღდგომო
შესვენების შემდეგ დაიწყება. მესამე ადგილისთვის მატჩში კი ერთმანეთს „არმია“ და „რუსთავი“
შეხვდებიან.