საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მიემგზავრება. ტურნირს ისრაელის დედაქალაქი თელ ავივი უმასპინძლებს 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან ესტონეთის, ავსტრიის, მონტენეგროს და ლუქსემბურგის ნაკრებები. მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გავა, რომლებიც A დივიზიონის საგზურებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ჯგუფში ჩარჩენილები 9–16 ადგილებს გაითამაშებენ.
დღეს კალათბურთის აკადემიის დარბაზში 18–წლამდელებმა ღია ვარჯიში გამართეს, სადაც მწვრთნელ–მოთამაშეები პრესას გაესაუბრნენ.
მიხეილ კობეშავიძე 18–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენი ნაკრების მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების გაზრდაა. რაც უფრო მეტ მოთამაშეს მივაწვდით ეროვნულ გუნდს, მით უფრო წარმატებულად ჩავთვლი ამ ასაკობრივ ნაკრებს. რაც შეეხება ისრაელში ჩასატარებელ თამაშებს, ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით, რათა წარმატებას მივაღწიოთ. რა როგორ იქნება, ტურნირის მსვლელობისას გამოჩნდება“.
ჩვენი ნაკრების კალენდარი ჯგუფში:
22 ივლისი
საქართველო ესტონეთი 22:15
24 ივლისი
საქართველო – ავსტრია 20:00
25 ივლისი
საქართველო – ლუქსემბურგი 15:30
26 ივლისი
საქართველო – მონტენეგრო 22:15
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
სიმაღლე
გუნდი
მერაბ ბოქოლიშვილი
17.02.1992
194
აკადემია
ნოდარ თენიეშვილი
06.07.1992
198
აკადემია
ლევან ელიაძე
13.12.1992
196
აკადემია
ბექა ჭიჭვეიშვილი
02.12.1992
197
აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი
07.17.1992
187
ნიკეა
გიორგი კოღუაშვილი
20.04.1992
194
დინამო
გოგა ჯავახიშვილი
08.09.1992
200
აკადემია
ლევან რევაზაშვილი
27.03.1992
209
მაკაბი
დუდა სანაძე
25.07.1992
192
ჰიუნდაი
ნოდრ შარაბიძე
25.09.1992
202
ვალენსია (ესპანეთი)
ირაკლი ჩერქეზიშვილი
06.05.1992
175
ჰიუნდაი
კახა მუმლაძე
27.04.1992
198
აკადემია
მიხეილ კობეშავიძე
მთავარი მწვრთნელი
კახა მუმლაძე
ასისტენტი მწვრთნელი
ზურაბ ჯანიკაშვილი
ექიმი