18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მიემგზავრება. ტურნირს ისრაელის დედაქალაქი თელ ავივი უმასპინძლებს 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან ესტონეთის, ავსტრიის, მონტენეგროს და ლუქსემბურგის ნაკრებები. მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გავა, რომლებიც A დივიზიონის საგზურებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ჯგუფში ჩარჩენილები 9–16 ადგილებს გაითამაშებენ.
დღეს კალათბურთის აკადემიის დარბაზში 18–წლამდელებმა ღია ვარჯიში გამართეს, სადაც მწვრთნელ–მოთამაშეები პრესას გაესაუბრნენ.
 
მიხეილ კობეშავიძე 18–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენი ნაკრების მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების გაზრდაა. რაც უფრო მეტ მოთამაშეს მივაწვდით ეროვნულ გუნდს, მით უფრო წარმატებულად ჩავთვლი ამ ასაკობრივ ნაკრებს. რაც შეეხება ისრაელში ჩასატარებელ თამაშებს, ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით, რათა წარმატებას მივაღწიოთ. რა როგორ იქნება, ტურნირის მსვლელობისას გამოჩნდება“.
 
ჩვენი ნაკრების კალენდარი ჯგუფში:
22 ივლისი
საქართველო ესტონეთი   22:15
24 ივლისი
საქართველო – ავსტრია    20:00
25 ივლისი
საქართველო – ლუქსემბურგი     15:30
26 ივლისი
საქართველო – მონტენეგრო        22:15
 

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

სიმაღლე

გუნდი
მერაბ ბოქოლიშვილი

17.02.1992

194

აკადემია
ნოდარ თენიეშვილი

06.07.1992

198

აკადემია
ლევან ელიაძე

13.12.1992

196

აკადემია
ბექა ჭიჭვეიშვილი

02.12.1992

197

აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი

07.17.1992

187

ნიკეა
გიორგი კოღუაშვილი

 20.04.1992

 194

დინამო
გოგა ჯავახიშვილი

08.09.1992

200

აკადემია
ლევან რევაზაშვილი

27.03.1992

209

მაკაბი
დუდა სანაძე

25.07.1992

192

ჰიუნდაი
ნოდრ შარაბიძე

25.09.1992

202

ვალენსია (ესპანეთი)
ირაკლი ჩერქეზიშვილი

06.05.1992

175

ჰიუნდაი
კახა მუმლაძე

27.04.1992

198

აკადემია
მიხეილ კობეშავიძე

 მთავარი მწვრთნელი
კახა მუმლაძე

ასისტენტი მწვრთნელი
ზურაბ ჯანიკაშვილი

ექიმი