შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ესპნეთის ჩემპიონატში პირველი და მნიშვნელოვანი  გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას ბარსელონამ. კატალონიელებმა სტუმრად, მალაგაში უნიკახა დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 დაამარცხეს და თორნიკე შენგელია 18 ქულით ბომბარდირი გახდა. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გახლდათ ბარსელონას პირველი გამარჯვება საწყისი 2 წაგების შემდეგ. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და კატალონიელებმა ბოლოსკენ მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. თორნიკემ არასრულ 23 წუთში 18 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) და ქულებით (18) ორივე გუნდში გამორჩეული იყო, შედეგად, მატჩის MVP გახდა. ბარსელონა ერთი მოგებით და ორი წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, ბრეოგანს უმასპინძლებს.

დღესვე, ბექა ბურჯანაძის გრანადამ ბასკონიასთან დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი – 80:83. გრანადა ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა.

ბურჯანაძე არასრულ 16 წუთში თავის გუნდს 7 ქულით, 4 მოხსნით და 1 დაფარებით დაეხმარა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ისროლა ზუსტად. გრანადა 0 მოგებით და 3 წაგებით მე-17 ადგილზეა, 25 ოქტომბერს კი ფორსა ლეიდას ეთამაშება.