ავსტრიის 5 ქულით დამარცხებით ქართველი 16-წლამდელები ჯგუფიდან გადიან

ბოსნიაშ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდა. რაც მთავარია, ყველაფერი თავად ქართველების ხელშია. მოიგებენ დღეს ავსტრიასთან მინიმუმ 5 ქულით, ჯგუფიდან გავლენ, ვერა და, საუკეთესო ორეულში ვეღარ მოხვდებიან.
ეს შანსი ქართველებს წუხელ, ჩეხეთისა და უნგრეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამოუჩნდათ. ჩეხებმა უნგრელებს 70:56 მოუგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. უნგრეთს კი ქართველების მსგავსად 2 წაგება დაუგროვდათ. უნგრეთს რომ მოეგო, ფაქტობრივად მეორე ადგილს ინაღდებდა.
ბოლო ტურში უნგრეთი აუტსაიდერ ბელარუსს ხვდება და რომ მოუგოს, 3 მოგება და 2 წაგება დაუგროვდება. საქართველომ თუ ავსტრიას მოუგო, ეს 2 გუნდიც 3 მოგებითა 2 მარცხით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს. სამ გუნდს შორის ბურთების შეფარდება გადაწყვეტს მეორე ადგილის მფლობელს. სწორედ ბურთების დაიანგარიშების შემდეგ ხდება ცნობილი, რომ ქართველებს 5 ქულით გამარჯვება ჰყოფნით მეორე ადგილის დასაკავებლად.
თუ უნგრეთი ბელარუსთან დამარცხდება (რაც ნაკლებსავარაუდოა), ქართველებს ავსტრიელების ნებისმიერი სხვაობით დამარცხცება აძლევთ ხელს.
 
D ჯგუფი. 12 აგვისტო
საქართველო – ავსტრია         19:30
უნგრეთი – ბელარუსი            22:00
ჩეხეთი – ლუქსემბურგი         22:00

1.

ჩეხეთი

4

4/0

295/215

8
2.

ავსტრია

4

3/1

247/235

7
3.

საქართველო

4

2/2

267/220

6
4.

უნგრეთი

4

2/2

281/259

6
5.

ლუქსემბურგი

4

1/3

187/291

5
6.

ბელარუსი

4

0/4

237/294