ბოსნიაშ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდა. რაც მთავარია, ყველაფერი თავად ქართველების ხელშია. მოიგებენ დღეს ავსტრიასთან მინიმუმ 5 ქულით, ჯგუფიდან გავლენ, ვერა და, საუკეთესო ორეულში ვეღარ მოხვდებიან.
ეს შანსი ქართველებს წუხელ, ჩეხეთისა და უნგრეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამოუჩნდათ. ჩეხებმა უნგრელებს 70:56 მოუგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. უნგრეთს კი ქართველების მსგავსად 2 წაგება დაუგროვდათ. უნგრეთს რომ მოეგო, ფაქტობრივად მეორე ადგილს ინაღდებდა.
ბოლო ტურში უნგრეთი აუტსაიდერ ბელარუსს ხვდება და რომ მოუგოს, 3 მოგება და 2 წაგება დაუგროვდება. საქართველომ თუ ავსტრიას მოუგო, ეს 2 გუნდიც 3 მოგებითა 2 მარცხით დაასრულებენ ჯგუფურ ეტაპს. სამ გუნდს შორის ბურთების შეფარდება გადაწყვეტს მეორე ადგილის მფლობელს. სწორედ ბურთების დაიანგარიშების შემდეგ ხდება ცნობილი, რომ ქართველებს 5 ქულით გამარჯვება ჰყოფნით მეორე ადგილის დასაკავებლად.
თუ უნგრეთი ბელარუსთან დამარცხდება (რაც ნაკლებსავარაუდოა), ქართველებს ავსტრიელების ნებისმიერი სხვაობით დამარცხცება აძლევთ ხელს.
D ჯგუფი. 12 აგვისტო
საქართველო – ავსტრია 19:30
უნგრეთი – ბელარუსი 22:00
ჩეხეთი – ლუქსემბურგი 22:00
1.
ჩეხეთი
4
4/0
295/215
8
2.
ავსტრია
4
3/1
247/235
7
3.
საქართველო
4
2/2
267/220
6
4.
უნგრეთი
4
2/2
281/259
6
5.
ლუქსემბურგი
4
1/3
187/291
5
6.
ბელარუსი
4
0/4
237/294
4