ევროლიგის პლეი ოფში შერმადინის ოლიმპიაკოსი გავიდა

ევროლიგის პლეი ოფში შერმადინის ოლიმპიაკოსი გავიდა

დასრულდა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურმა ის გაარკვია, რომ პლეი ოფში გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ ითამაშებს, ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ კი – ვერა.
 
„ოლიმპიაკოსმა“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და 79:70 დაამარცხა. ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შერმადინი განაცხადში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
 
პირეოსელების გამარჯვება იყო ერთი აუცილებელი პირობა, რათა „სიენა“ პლეი ოფში გასულიყო: მეორე და მთავარი თავად სიენელთა გამარჯვება იყო, რაც სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა. პირველი ჯგუფური ეტაპის არ იყოს, „კახა ლაბორალი“ ამჯერადაც ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით გავიდა ჯგუფიდან. ესპანურმა კლუბმა 76:64 მოიგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
 

 
მატჩის გმირი პოლონელი მაცეი ლამპე გახდა, რომელმაც  სიენელებს 27 ქულა ჩაუგდო. პოლონელი ფორვარდი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. ლამპეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. სანიკიძემ 19 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. ვიქტორმა საბოლოოდ 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიძე მარგი ქმედების კოეფიციენტით თავისიანთაგან ბობი ბრაუნსა და ბენჯამინ ეზეს ჩამორჩა.
 
საბოლოოდ „სიენამ“ ჯგუფური ეტაპი 7 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა და მე-6 ადგილზე გავიდა. „ოლიმპიაკოსის“ მონაგარი 9 გამარჯვება, 6 მარცხი და მე-2 ადგილია. მეოთხედფინალში „ოლიმპიაკოსი“ თურქულ „ეფესს“ შეხვდება. სერიაში გამარჯვება 2 მოგებამდეა. მოედნის უპირატესობა შერმადინის გუდს აქვს.
 

F ჯგუფი

ბურთების

შეფარდება

+/-
ბარსელონა

13

1

1151

986

165
ოლიმპიაკოსი

9

5

1068

1033

35
მაკაბი

8

6

1105

1012

93
კახა ლაბორალი

8

6

1093

1045

48
ხიმკი

7

7

1133

1051

82
სიენა

7

7

1036

1057

-21
ფენერბაჰჩე

2

11

982

1166

-184
ბეშიქთაში

1

12

813

1031

-218