დასრულდა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურმა ის გაარკვია, რომ პლეი ოფში გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ ითამაშებს, ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ კი – ვერა.
„ოლიმპიაკოსმა“ რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლა და 79:70 დაამარცხა. ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. შერმადინი განაცხადში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
პირეოსელების გამარჯვება იყო ერთი აუცილებელი პირობა, რათა „სიენა“ პლეი ოფში გასულიყო: მეორე და მთავარი თავად სიენელთა გამარჯვება იყო, რაც სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა. პირველი ჯგუფური ეტაპის არ იყოს, „კახა ლაბორალი“ ამჯერადაც ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით გავიდა ჯგუფიდან. ესპანურმა კლუბმა 76:64 მოიგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
მატჩის გმირი პოლონელი მაცეი ლამპე გახდა, რომელმაც სიენელებს 27 ქულა ჩაუგდო. პოლონელი ფორვარდი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. ლამპეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. სანიკიძემ 19 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. ვიქტორმა საბოლოოდ 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიძე მარგი ქმედების კოეფიციენტით თავისიანთაგან ბობი ბრაუნსა და ბენჯამინ ეზეს ჩამორჩა.
საბოლოოდ „სიენამ“ ჯგუფური ეტაპი 7 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა და მე-6 ადგილზე გავიდა. „ოლიმპიაკოსის“ მონაგარი 9 გამარჯვება, 6 მარცხი და მე-2 ადგილია. მეოთხედფინალში „ოლიმპიაკოსი“ თურქულ „ეფესს“ შეხვდება. სერიაში გამარჯვება 2 მოგებამდეა. მოედნის უპირატესობა შერმადინის გუდს აქვს.
F ჯგუფი
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
ბარსელონა
13
1
1151
986
165
ოლიმპიაკოსი
9
5
1068
1033
35
მაკაბი
8
6
1105
1012
93
კახა ლაბორალი
8
6
1093
1045
48
ხიმკი
7
7
1133
1051
82
სიენა
7
7
1036
1057
-21
ფენერბაჰჩე
2
11
982
1166
-184
ბეშიქთაში
1
12
813
1031
-218