გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში (NCAA 1) წარმატებით თამაშობს გუგა ნაცვლიშვილი. 21 წლის ქართველი ფორვარდი ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის გუნდის, ფაითინგ ჰოუქსის ღირსებას იცავს, რომელიც Summit-ის კონფერენციაში ასპარეზობს. ნაცვლიშილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გასულ შეხვედრაშიც ჩრდილოდაკოტელებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ფაითინგ ჰოუკსმა კონფერენციის მატჩში კანზას სიტის 85:70 სძლია, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ნაცვლიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გუგამ 10-დან 4 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სამიტ ლიგის კონფერენციაში ნაცვლიშვილს შეტევაში 34 მოხსნა აქვს, რაც მე-3 მაჩვენებელია.ნორს დაკოტას მიმდინარე სეზონში 16 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა (კონფერენციაში 10-4) და მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 22 თებერვალს საუზ დაკოტა სტეიტთან ელის.