ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს დივიზიონში (NCAA 1) წარმატებით თამაშობს გუგა ნაცვლიშვილი. 21 წლის ქართველი ფორვარდი ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის გუნდის, ფაითინგ ჰოუქსის ღირსებას იცავს, რომელიც Summit-ის კონფერენციაში ასპარეზობს. ნაცვლიშილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გასულ შეხვედრაშიც ჩრდილოდაკოტელებს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ფაითინგ ჰოუკსმა კონფერენციის მატჩში კანზას სიტის 85:70 სძლია, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ნაცვლიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გუგამ 10-დან 4 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სამიტ ლიგის კონფერენციაში ნაცვლიშვილს შეტევაში 34 მოხსნა აქვს, რაც მე-3 მაჩვენებელია.ნორს დაკოტას მიმდინარე სეზონში 16 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა (კონფერენციაში 10-4) და მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 22 თებერვალს საუზ დაკოტა სტეიტთან ელის.