საქართველოს კალათბურთის
ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მეორე წრის პირველი ტურის 4 მატჩი, რომელიც 2010 წლის
30 იანვარს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
მიზეზი ჭიდაობის მსოფლიოს
თასია, რომელსაც თბილისი და კონკრეტულად სპორტის სასახლე მასპინძლობს.
შესაბამისად, ის მატჩები, რომელიც 30 იანვარს იყო სპორტის სასახლეში დანიშნული, 4 დღის
მოგვიანებით, 3 თებერვალს გაიმართება.
აი, ამ მატჩებმა იცვალეს
თარიღი, რომლებიც 30 იანვრის ნაცვლად 3 თებერვალს გაიმართება:
სსაუ – სამედ/აკადემია 12:00
სოხუმი – ავიამშენი 14:00
მერანი – ენერჯი 16:00
თსუ – შსს 18:00
რაც შეეხება მე–4 ტურის მე–5,
ბათუმში ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ შორის გასამართ მატჩს, ამ შეხვედრას ცვლილება
არ ეხება და დათქმულ დროს, 29 იანვარს გაიმართება.