კალენდარში ცვლილებაა

კალენდარში ცვლილებაა

საქართველოს კალათბურთის
ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მეორე წრის პირველი ტურის 4 მატჩი, რომელიც 2010 წლის
30 იანვარს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

მიზეზი ჭიდაობის მსოფლიოს
თასია, რომელსაც თბილისი და კონკრეტულად სპორტის სასახლე მასპინძლობს.
შესაბამისად, ის მატჩები, რომელიც 30 იანვარს იყო სპორტის სასახლეში დანიშნული, 4 დღის
მოგვიანებით, 3 თებერვალს გაიმართება.

აი, ამ მატჩებმა იცვალეს
თარიღი, რომლებიც 30 იანვრის ნაცვლად 3 თებერვალს გაიმართება:

სსაუ – სამედ/აკადემია     12:00

სოხუმი – ავიამშენი           14:00

მერანი – ენერჯი                 16:00

თსუ – შსს                             18:00

 

რაც შეეხება მე–4 ტურის მე–5,
ბათუმში ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ შორის გასამართ მატჩს, ამ შეხვედრას ცვლილება
არ ეხება და დათქმულ დროს, 29 იანვარს გაიმართება.