მზიურმა საკალათბურთო ტურნირებს უმასპინძლა

მზიურმა საკალათბურთო ტურნირებს უმასპინძლა

დღეს ბავშვთა გასართობ ქალაქ „მზიურში“ საინტერესო და მასსტაბური საკალათბურთო ღონისძიებები ჩატარდა. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით „მზიურის“ კეთოლმოწყობილ საკალათბურთო მოედანზე 2 ტურნირი გაიმართა.
 
ერთი ტურნირი 2/2-ზე კალათბურთსი მოეწყო, რომელშიც თამაშები1 ფარზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ტურნირს 4/4-ზე კალათბურთში, აქ თამაში ჩვეულებრივ, მთელს მოედანზე მიმდინარეობდა. ორივე ტურნირში ასაკი განსაზღვრული იყო – 1998 წლამდე დაბადებულები.
 
შეჯიბრებები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდა კალათბურთელებმა გამარჯვებისკენ სწრაფვის დიდი ლტოლვა გამოავლინეს. 2/2-ზე კალათბურთში პირველობა არავის დაუთმო „კარდინალი 1“-მა, რომელმაც ფინალში „დინამო 2“-ს 10:6 მოუგო.
 
4/4-ზე საკალათბურთო ტურნირში ჩემპიონი გახდა „დინამო“, რომელმაც ჯგუფში ყველა მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში „კარდინალი“ დაამარცხა, ხოლო ფინალში „რუსთავს“ 17 ქულის სხვაობით – 39:22 მოუგო.
 
გამარჯვებული გუნდები თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
 

 
 
2/2-ზე ქუჩის კალათბურთი
პირველი რაუნდი
კარდინალი 1 – ჰიუნდაი 2    8:6, მართვე 2 – რუსთავი 1    6:8, აკადემია 2 – დინამო 1    4:6, ჰიუნდაი 1 – დინამო 2          1:7, აკადმია 1 – სოხუმი 2     3:4, კარდინალი 2 – რუსთავი 2  5:3
 
მეოთხედფინალი
კარდინალი 1 – რუსთავი 1  9:7, დინამო 1 – სოხუმი 1  8:4, მართვე 1 – დინამო 2  7:8, სოხუმი 2 – კარდინალი 2  5:3
 
ნახევარფინალი
კარდინალი 1 – დინამო 1  10:8, დინამო 2 – სოხუმი 2  10:3
 
ფინალი
კარდინალი 1 – დინამო 2  10:6
 
4/4-ზე კალათბურთი
„ა“ ჯგუფი
მართვე – დინამო  32:28, მართვე – აკადემია 30:2, დინამო – აკადემია 27:18
 
„ბ“ ჯგუფი
კარდინალი – ჰიუნდაი  33:6, კარდინალი – რუსთავი 34:5, სოხუმი – კარდინალი 24:23, ჰიუნდაი – რუსთავი  11:38, სოხუმი – ჰიუნდაი  23:28, რუსთავი – სოხუმი  18:9
 
ნახევარფინალი
მარათვე – რუსთავი  35:26, კარდინალები – დინამო  16:40
 
ფინალი
დინამო – რუსთავი  39:22
 

 

 
გივი თალაკვაძის ფოტოები