დღეს ბავშვთა გასართობ ქალაქ „მზიურში“ საინტერესო და მასსტაბური საკალათბურთო ღონისძიებები ჩატარდა. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით „მზიურის“ კეთოლმოწყობილ საკალათბურთო მოედანზე 2 ტურნირი გაიმართა.
ერთი ტურნირი 2/2-ზე კალათბურთსი მოეწყო, რომელშიც თამაშები1 ფარზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ტურნირს 4/4-ზე კალათბურთში, აქ თამაში ჩვეულებრივ, მთელს მოედანზე მიმდინარეობდა. ორივე ტურნირში ასაკი განსაზღვრული იყო – 1998 წლამდე დაბადებულები.
შეჯიბრებები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდა კალათბურთელებმა გამარჯვებისკენ სწრაფვის დიდი ლტოლვა გამოავლინეს. 2/2-ზე კალათბურთში პირველობა არავის დაუთმო „კარდინალი 1“-მა, რომელმაც ფინალში „დინამო 2“-ს 10:6 მოუგო.
4/4-ზე საკალათბურთო ტურნირში ჩემპიონი გახდა „დინამო“, რომელმაც ჯგუფში ყველა მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში „კარდინალი“ დაამარცხა, ხოლო ფინალში „რუსთავს“ 17 ქულის სხვაობით – 39:22 მოუგო.
გამარჯვებული გუნდები თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
2/2-ზე ქუჩის კალათბურთი
პირველი რაუნდი
კარდინალი 1 – ჰიუნდაი 2 8:6, მართვე 2 – რუსთავი 1 6:8, აკადემია 2 – დინამო 1 4:6, ჰიუნდაი 1 – დინამო 2 1:7, აკადმია 1 – სოხუმი 2 3:4, კარდინალი 2 – რუსთავი 2 5:3
მეოთხედფინალი
კარდინალი 1 – რუსთავი 1 9:7, დინამო 1 – სოხუმი 1 8:4, მართვე 1 – დინამო 2 7:8, სოხუმი 2 – კარდინალი 2 5:3
ნახევარფინალი
კარდინალი 1 – დინამო 1 10:8, დინამო 2 – სოხუმი 2 10:3
ფინალი
კარდინალი 1 – დინამო 2 10:6
4/4-ზე კალათბურთი
„ა“ ჯგუფი
მართვე – დინამო 32:28, მართვე – აკადემია 30:2, დინამო – აკადემია 27:18
„ბ“ ჯგუფი
კარდინალი – ჰიუნდაი 33:6, კარდინალი – რუსთავი 34:5, სოხუმი – კარდინალი 24:23, ჰიუნდაი – რუსთავი 11:38, სოხუმი – ჰიუნდაი 23:28, რუსთავი – სოხუმი 18:9
ნახევარფინალი
მარათვე – რუსთავი 35:26, კარდინალები – დინამო 16:40
ფინალი
დინამო – რუსთავი 39:22
გივი თალაკვაძის ფოტოები