ევროლიგის მე–7 ტურში ქართული დერბი შედგა. ვიქტორ სანიკიძის “სიენამ” გიორგი შერმადინის “მაკაბის” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 89:87 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. სიენელებმა, რომლებიც გადამწყვეტი მეოთხედის წინ 59:66 ჩამორჩებოდნენ, დასკვნითი პერიოდი შედეგიანად ჩაატარეს. მასპინძლებმა ბოლო ათწუთეული 30:22 მოიგეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩში ეპიზოდური როლი შეასრულეს. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა შეხვედრა 2–2 ქულით დაასრულეს. სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთნ ერთდ ვიქტორს 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 2 ქულა დაუგროვდა შერმადინსაც, თუმცა მან მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა. მაკაბელთა ქართველმა სანიკიძის მსგავსად 2 ცდიდან 1 ორქულიანი გამოიყენა.
„სიენასთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო ევროლიგაში, „მაკაბისთვის“ კი ზედიზედ მეორე მარცხი. შედეგად, შერმადინის გუნდი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, „სიენა“ კი მესამე ადგილზე გამაგრდა. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, „მაკაბი“ ფრანგულ „შალონს“ უმასპინძლებს, ხოლო 30–ში „სიენა“ ჯგუფის ლიდერ „უნიკახას“ მიიღებს.
დასანანი მარცხი იწვნია ევროლიგის A ჯგუფში მოასპარეზე „კანტუმ“, რომელმაც ბერძნულ გრანდ „პანათინაიკოსს“ უმასპინძა და შეხვედრა 2 ქულის სხვაობით – 69:71 დათმო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბერძნული კლუბი მცირედით ნიადაგ ლიდერობდა, კანტუელები კი გაბათილებას ცდილობდნენ, რაც ბოლომდე ვერ მოახერხეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.
ქართველმა უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28,30 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა ჩვეული მიზანი ვერ გამოავლინა და 6 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3–დან 1 სამიანი მოაყოლა და შეხვედრა 5 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, მანუჩრს მატჩშ უმეტესი 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა.
შეხვედრის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. „პანათინაიკოსმა“ ამ გამარჯვებით A ჯგუფში გამსვლელი ადგილი გაიმყარა. „კანტუ“ კი ბერძნულ გრანდს უკვე 2 ქულით ჩამორჩება და სლოვენიურ “ოლიმპიასთან” ერთად V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში „კანტუ“ სტუმრად რუსულ „ხიმკის“ შეხვდება.
A ჯგუფი
რეალი 5 2 594 541 53
ფენერბაჰჩე 4 3 534 523 11
პანათინაიკოსი 4 3 522 517 5
ხიმკი 4 3 526 550 -24
ოლიმპია 2 5 516 565 -49
კანტუ 2 5 510 506 4
B ჯგუფი
უნიკახა 6 1 530 499 31
მაკაბი 5 2 565 500 65
სიენა 4 3 597 569 28
ალბა 3 4 530 532 -2
შალონი 2 5 539 576 -37
პროკომი 1 6 472 557 -85