“ქართულ დებრიში” სანიკიძის სიენამ შერმადინის მაკაბის მოუგო

“ქართულ დებრიში” სანიკიძის სიენამ შერმადინის მაკაბის მოუგო

ევროლიგის მე–7 ტურში ქართული დერბი შედგა. ვიქტორ სანიკიძის “სიენამ” გიორგი შერმადინის “მაკაბის” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 89:87 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. სიენელებმა, რომლებიც გადამწყვეტი მეოთხედის წინ 59:66 ჩამორჩებოდნენ, დასკვნითი პერიოდი შედეგიანად ჩაატარეს. მასპინძლებმა ბოლო ათწუთეული 30:22 მოიგეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.
 
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩში ეპიზოდური როლი შეასრულეს. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა შეხვედრა 2–2 ქულით დაასრულეს. სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთნ ერთდ ვიქტორს 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 2 ქულა დაუგროვდა შერმადინსაც, თუმცა მან მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა. მაკაბელთა ქართველმა სანიკიძის მსგავსად 2 ცდიდან 1 ორქულიანი გამოიყენა.
 
„სიენასთვის“ ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო ევროლიგაში, „მაკაბისთვის“ კი ზედიზედ მეორე მარცხი. შედეგად, შერმადინის გუნდი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, „სიენა“ კი მესამე ადგილზე გამაგრდა. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, „მაკაბი“ ფრანგულ „შალონს“ უმასპინძლებს, ხოლო 30–ში „სიენა“ ჯგუფის ლიდერ „უნიკახას“ მიიღებს.
 
დასანანი მარცხი იწვნია ევროლიგის A ჯგუფში მოასპარეზე „კანტუმ“, რომელმაც ბერძნულ გრანდ „პანათინაიკოსს“ უმასპინძა და შეხვედრა 2 ქულის სხვაობით – 69:71 დათმო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბერძნული კლუბი მცირედით ნიადაგ ლიდერობდა, კანტუელები კი გაბათილებას ცდილობდნენ, რაც ბოლომდე ვერ მოახერხეს და დასანანი მარცხი იწვნიეს.
 
ქართველმა უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28,30 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა ჩვეული მიზანი ვერ გამოავლინა და 6 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3–დან 1 სამიანი მოაყოლა და შეხვედრა 5 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, მანუჩრს მატჩშ უმეტესი 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 2 პასიც ჰქონდა.
 
შეხვედრის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. „პანათინაიკოსმა“ ამ გამარჯვებით A ჯგუფში გამსვლელი ადგილი გაიმყარა. „კანტუ“ კი ბერძნულ გრანდს უკვე 2 ქულით ჩამორჩება და სლოვენიურ “ოლიმპიასთან” ერთად V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში „კანტუ“ სტუმრად რუსულ „ხიმკის“ შეხვდება. 
A  ჯგუფი
რეალი                          5          2          594      541      53
ფენერბაჰჩე                 4           3          534      523      11
პანათინაიკოსი          4          3          522      517      5
ხიმკი                           4          3          526      550      -24
ოლიმპია                     2          5          516      565      -49
კანტუ                          2          5          510      506      4
 
B ჯგუფი
უნიკახა                      6          1          530      499      31
მაკაბი                         5          2          565      500      65
 სიენა                         4           3          597      569      28
 ალბა                          3          4          530      532      -2
 შალონი                     2          5          539      576      -37
 პროკომი                   1          6          472      557      -85