დღეს რუსთავში ჩემპიონატის ყველაზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა. ქვემოქართლელებმა „აკადემია 2“-ს 115 ქულა ჩაუგდეს, რაც მიმდინარე პირველობის რეკორდია. ბადრი კიკვიძისა და ირაკლი ჯაფარიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი არ დაინდეს და 115:43 მოუგეს.
დღესვე ბათუმში „კარდინალები 2“-ს უნდა ეთამაშა, მაგრამ ზვიად დიდბარიძის გუნდი აჭარაში არ ჩავიდა და მარცხისთვის განკუთვნილი 1 ქულის გარეშე 0:20 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
14 ივნისი. რუსთავი
რუსთავი – აკადემია 2 115:43 (31:6, 24:6, 28:18, 32:13)
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (35), ტ. არაბული (21), გ. კინწურაშვილი (17)
აკადემია 2: გ. იოსელიანი (11), ბ. სარიშვილი (9)
აჭარის ნაკრები – კარდინალები 2 20:0
13 ივნისი. გორი
გორი – კარდინალები 58:36
11:7, 13:10, 17:10, 17:9
გორი: გ. ხუბულაშვილი (22)
კარდინალები: ლ. ტალახაძე (13)
13 ივნისი. ბათუმი
აჭარის ნაკრები – დინამო 71:89
13:19, 19:20, 25:24, 14:26
აჭარა: ნ. მედილიში (25), ლ. კუპრეიშვილი (18)
დინამო: ც. ცარციძე (27), ი. ისრაელიანი (23)