რუსთავის რეკორდული გამარჯვება

რუსთავის რეკორდული გამარჯვება

დღეს რუსთავში ჩემპიონატის ყველაზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა. ქვემოქართლელებმა „აკადემია 2“-ს 115 ქულა ჩაუგდეს, რაც მიმდინარე პირველობის რეკორდია. ბადრი კიკვიძისა და ირაკლი ჯაფარიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი არ დაინდეს და 115:43 მოუგეს.

 

დღესვე ბათუმში „კარდინალები 2“-ს უნდა ეთამაშა, მაგრამ ზვიად დიდბარიძის გუნდი აჭარაში არ ჩავიდა და მარცხისთვის განკუთვნილი 1 ქულის გარეშე 0:20 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

 

14 ივნისი. რუსთავი

რუსთავი – აკადემია 2     115:43 (31:6, 24:6, 28:18, 32:13)

რუსთავი: დ. ფუტკარაძე (35), ტ. არაბული (21),  გ. კინწურაშვილი (17)

აკადემია 2: გ. იოსელიანი (11), ბ. სარიშვილი (9)

 

აჭარის ნაკრები – კარდინალები 2                 20:0

13 ივნისი. გორი

გორი – კარდინალები                58:36

11:7, 13:10, 17:10, 17:9

გორი: გ. ხუბულაშვილი (22)

კარდინალები: ლ. ტალახაძე (13)

13 ივნისი. ბათუმი

აჭარის ნაკრები – დინამო          71:89

13:19, 19:20, 25:24, 14:26

აჭარა: ნ. მედილიში (25), ლ. კუპრეიშვილი (18)

დინამო: ც. ცარციძე (27), ი. ისრაელიანი (23)