თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ვიტორიელებმა მალაგის „უნიკახას“ უმასპინძლეს და 5 ქულის სხვაობით – 79:74 სძლიეს.
„უნიკახა“ ჯგუფის აუტსაიდერია და ვიტორიელთა კონკურენტად არ მოიაზრება, თუმცა „ლაბორალ კუჩას“ სჭირდებოდა გამარჯვება, რათა ჯგუფში ადგილი გაიმყაროს და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლოს.
ეს ვიტორიელებმა მოახერხეს და „უნიკახას“ დამარცხებით მე-5 ადგილზე გამაგრდნენ, საიდანაც პლეი ოპფში მოსახვედრად 1 ნაბიჯია. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:52 წუთი გაატარა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება – ეს გახლდათ სენგელიას საბოლოო მონაგარი. შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) თავისიანთაგან მხოლოდ ფაბიენ კასერს (24) და დარიუს მაილსს (20) ჩამორჩა.
მომდევნო მატჩი ვიტორიელებს სტამბოლში, 27 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „ეფესთან“ ელის.
F ჯგუფი
მ
წ
ჩაგდებული
მიღებული
ქულა
ცსკა
6
1
638
568
70
ოლიმპიაკოსი
6
1
545
493
52
ფენერბაჰჩე
5
2
545
510
35
ეფესი
4
3
533
542
-9
ლაბორალ კუჩა
3
4
573
569
4
ნიჟნი ნოვგოროდი
2
5
575
587
-12
უნიკახა
1
6
501
551
-50
ემპორიო არმანი
1
6
501
591
-90