შენგელიას 12 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება “უნიკახასთან”

შენგელიას 12 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება “უნიკახასთან”

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ვიტორიელებმა მალაგის  „უნიკახას“ უმასპინძლეს და 5 ქულის სხვაობით – 79:74 სძლიეს.
„უნიკახა“ ჯგუფის აუტსაიდერია და ვიტორიელთა კონკურენტად არ მოიაზრება, თუმცა „ლაბორალ კუჩას“ სჭირდებოდა გამარჯვება, რათა ჯგუფში ადგილი გაიმყაროს და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლოს.

ეს ვიტორიელებმა მოახერხეს და „უნიკახას“ დამარცხებით მე-5 ადგილზე გამაგრდნენ, საიდანაც პლეი ოპფში მოსახვედრად 1 ნაბიჯია. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:52 წუთი გაატარა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება – ეს გახლდათ სენგელიას საბოლოო მონაგარი. შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) თავისიანთაგან მხოლოდ ფაბიენ კასერს (24) და დარიუს მაილსს (20) ჩამორჩა.
მომდევნო მატჩი ვიტორიელებს სტამბოლში, 27 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „ეფესთან“ ელის. 

F ჯგუფი

ჩაგდებული

მიღებული

ქულა
ცსკა

6

1

638

568

70
ოლიმპიაკოსი

6

1

545

493

52
ფენერბაჰჩე

5

2

545

510

35
ეფესი

4

3

533

542

-9
ლაბორალ კუჩა

3

4

573

569

4
ნიჟნი ნოვგოროდი

2

5

575

587

-12
უნიკახა

1

6

501

551

-50
ემპორიო არმანი

1

6

501

591

-90