თორნიკე შენგელია შედეგიან თამაშს განაგრძობს, “ბასონია” კი იგებს. ვიტორიული ლუბის ქართველმა კაპიტანმა მაღალი შედეგიანობა გამოავლინა და სულ რაღაც 19 წუთში 18 ქულა მოაგროვა, “ბასკონიამ” კი კატალონიური “ბარსელონა” 96:72 განადგურა.
ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:13 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ როდრიგ ბობუასა და იოჰანეს ვოიგტმანს ჩამორჩა. ფრანგმა გამთამაშებელმა 24 ქულა მოაგროვა, გერმანელი ცენტრი კი 8 ქულას, 10 მოხსნასა და 7 პასს გამორჩა.
12 მოგებითა და 7 მარცხით ბასონიელებმა სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 10 თებერვალს გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ჩაატარებენ.