შენგელიას 18 ქულა 19 წუთში და განადგურებული ბარსელონა

შენგელიას 18 ქულა 19 წუთში და განადგურებული ბარსელონა

თორნიკე შენგელია შედეგიან თამაშს განაგრძობს, “ბასონია” კი იგებს. ვიტორიული ლუბის ქართველმა კაპიტანმა მაღალი შედეგიანობა გამოავლინა და სულ რაღაც 19 წუთში 18  ქულა მოაგროვა, “ბასკონიამ” კი კატალონიური “ბარსელონა” 96:72 განადგურა.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:13 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ როდრიგ ბობუასა და იოჰანეს ვოიგტმანს ჩამორჩა. ფრანგმა გამთამაშებელმა 24 ქულა მოაგროვა, გერმანელი ცენტრი კი 8 ქულას, 10 მოხსნასა და 7 პასს გამორჩა.

12 მოგებითა და 7 მარცხით ბასონიელებმა სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 10 თებერვალს გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ჩაატარებენ.