შერმადინის 15, სანიკიძის 12 ქულა და სარაგოსას გამარჯვება ევროთასზე

შერმადინის 15, სანიკიძის 12 ქულა და სარაგოსას გამარჯვება ევროთასზე

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მატჩი მოიგო და ამაში ქართველების  დამსახურება მნიშვნელოვანია. არაგონულმა გუნდმა იტალიურ “ვირტუსს” უმასპინძლა და სანიკიძის ყოფილი კლუბი 74:68 დაამარცხა.
შერმადინმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 29:50 წუთი ითამაშა და თავისიანებს 15 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით შეეწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ 4 ბურთი დაკარგა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 10 ცდიდან კი 9 საჯარიმო ჩააგდო.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:49 წუთი გაატარა. 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 12 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასიც მიითვალა. ბურთი კი არ დაუკარგავს.
სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი კი ამერიკელმა ჯოზეფ ჯონსმა დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითალა. ჯონსის შემდეგ მარგი ქმედები კოეფიციენტით არაგონულ კლუბში სწორედ ქართველები მოდიან.
მომდევნო საევროთასო მატჩს სარაგოსელები საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში, “გრაველინთან” გამართავენ

დ ჯგუფი

     +

    –

+/-
გრაველინი

3

1

283

257

26
ალბა

3

1

298

277

21
სარაგოსა

2

2

319

303

16
ვირტუსი

2

2

310

296

14
ტელეკომი

2

2

313

327

-14
მონსი

0

4

247

310

-63