გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მატჩი მოიგო და ამაში ქართველების დამსახურება მნიშვნელოვანია. არაგონულმა გუნდმა იტალიურ “ვირტუსს” უმასპინძლა და სანიკიძის ყოფილი კლუბი 74:68 დაამარცხა.
შერმადინმა სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი – 29:50 წუთი ითამაშა და თავისიანებს 15 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით შეეწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ 4 ბურთი დაკარგა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 10 ცდიდან კი 9 საჯარიმო ჩააგდო.
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:49 წუთი გაატარა. 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 12 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასიც მიითვალა. ბურთი კი არ დაუკარგავს.
სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი კი ამერიკელმა ჯოზეფ ჯონსმა დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითალა. ჯონსის შემდეგ მარგი ქმედები კოეფიციენტით არაგონულ კლუბში სწორედ ქართველები მოდიან.
მომდევნო საევროთასო მატჩს სარაგოსელები საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში, “გრაველინთან” გამართავენ
დ ჯგუფი
მ
წ
+
–
+/-
გრაველინი
3
1
283
257
26
ალბა
3
1
298
277
21
სარაგოსა
2
2
319
303
16
ვირტუსი
2
2
310
296
14
ტელეკომი
2
2
313
327
-14
მონსი
0
4
247
310
-63