საქართველოს 22-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დღეს – ქუთაისისა და ოვერტაიმის მატჩით დასრულდება, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში 10:30 საათზე დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ამ მომენტისთვის A ჯგუფის ცხრილში 1 და მ3-4 ადგილს იკავებენ, მისი შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ქუთაისი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ოვერტაიმი კი მეორეს.
ქუთაისმა გუშინ დაამარცხა თსსუ და ამით ეს უკანასკნელი პლეი ოფს მიღმა დატოვა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, რათა ვსა-სთვის გადაესწრო, მაგრამ ქუთაისი, რომელსაც მანამდე 12-დან 12 გამარჯვება ჰქონდა, არაფერი დათმო და მე-13 გამარჯვება მიითვალა – 97:84 (სტატისტიკა). თუ ქუთაისი დღესაც იმარჯვებს, რეგულარულ ჩემპიონატს დაუმარცხებლად დაასრულებს, ისევე როგორც ეს B ჯგუფის ლიდერმა სპორტუნიმ მოახერხა (12-დან 12 მოგება).
ასე და ამგვარად პლეი ოფის წყვილები გაირკვა. A ჯგუფიდან გასული 4 საუკეთესო, B ჯგუფის 4 ლიდერს ჯვარედინად დაუწყვილდა: მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ფინალი იქნება 3 მოგებამდე. მე-3 ადგილის მფლობელი კი 1 მატჩით გამოვლინდება.
პლეი ოფის კალენდარი დღეს, 21 მარტს გამოქვეყნდება.