13 აპრილს სუპერლიგის 3 მატჩი დინამოს საკალათბურთო ბაზაზე ჩატარდება

13 აპრილს სუპერლიგის 3 მატჩი დინამოს საკალათბურთო ბაზაზე ჩატარდება

დღეს, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი საკალათბურთო სუპერლიგის 3 მატჩი დინამოს საკალათბურთო ბაზაზე ჩატარდება. მიზეზი ოლიმპიური სასახლის ტექნიკური გაუმართავობაა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ სასახლეს დღეს შემდეგი შეხვედრებისთვის უნდა ემასპინძლა: 

ვერა – ქუთაისი     16:15
ოლიმპი – თსუ      18:30
დინამო – ბათუმი 20:30

აღნიშნული მატჩები დღეს, იგივე დროს, ოლიმპიური სასახლის ნაცვლად დინამოს საკალათბურთო ბაზაზე  გულშემატკივრების გარეშე  გაიმართება. თამაშებზე განხორციელდება მხოლოდ LIVE-ტექსტური სტატისტიკა.