13-წლამდელთა ნახევარფინალისტები ცნობილია

13-წლამდელთა ნახევარფინალისტები ცნობილია

„ჰიუნდაისა“ და „რუსთავის“ მეოთხედფინალურ მატჩს დაძაბულობა აკლდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა პირველი მეოთხედი 17:5 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ 20 ქულით ლიდერობდნენ.

მატჩის ბედიც პირველი ტაიმის შემდეგ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და ბოლო მეოთხედში „ჰიუნდაის“ მწვრთნელმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოებსაც მისცა. საბოლოოდ ჩერქეზიშვილის გუნდმა 70:43 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “გორს” შეხვდება. შიდაქართლელებმა საკუთარ კედლებში “ქუთაისს” იოლად – 111:88 მოუგეს.
ბოლო ნახევარფინალისტი “დინამოსა” და “ბათუმის” დაპირისპირებაში გამოვლინდა. დინამოელებმა ილია ისრაელიანის შედეგიანი თამაშის წყალობით 16 ქულის სხვაობით დაამარცხეს ბათუმელები და ნახევარფინალში “აკადემიას” დაუპირისპირდებიან.

26 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მეოთხედფინალი
ჰიუნდაი – რუსთავი                  70:43
17:5, 18:10, 23:6, 12:22
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე (14), ლ. წენგუაშვილი (14), გ. გოგიტაშვილი (8)
რუსთავი: ტ. არაბული (9), გ. ბეგაშვილი (8)

დინამო – აჭარის ნაკრები 62:46
19:6, 10:13, 21:17, 12:10
დინამო: ი. ისრაელიანი (24), ც. ცარციძე (13)
აჭარა: ნ. მედილიში (25), ნ. ჯაიანი (11)