14–წლამდელები: “ქუთაისი” ფინალშია, “ზაზამ” “აკადემიას” გაუთანაბრა

14–წლამდელები: “ქუთაისი” ფინალშია, “ზაზამ” “აკადემიას” გაუთანაბრა

ქუთაისი.12 მაისი
ქუთაისი – რუსთავი 86:82
(ძირითადი დრო 74:74)
 
თბილისი. 13 მაისი
აკადემია – ზაზა   57:63
 
14-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი ფინალისტი ცნობილია. მას მერე, რაც „ქუთაისმა“ რუსთვში 2 ქულით დაამარცხა ადგილობრივი გუნდი, შინ მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც მოუგო და ფინალში გავიდა. ხოლო მეორე ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა – „ზაზამ“ „აკადემიას“ 63:57 სძლია და საქმე მესამე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა.
 
ქუთაისში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გაიმართა. ქუთაისელები ერთ ეპიზოდში 17 ქულითაც კი იგებდნენ, მაგრამ რუსთაველებმა პრესინგს მიმართეს და ეს ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე 6 ქულითაც დაწინაურდნენ. მასპინძლებმა გადამწყვეტ წუთებში მაინც მოახერხეს მობილიზება და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შესძლეს. ოვერტაიმში კი საბოლოოდ გატეხეს ქუთაისელებმა რუსთაველები და 86:82 გიმარჯვეს.
 
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, „აკადემიის“ დარბაზში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა „ზაზასთან“ 57:63 წააგეს. აკადემიელებს პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და ამ მატჩში გამარჯვებით ფინალში გასვლას გეგმავდნენ, მაგრამ „ზაზას“ მოთამაშეებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.
მესამე, გადამწყვეტი მატჩი „ზაზასა“ და „აკადემიას“ შორის 18 მაისს, აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.
 

 

“ზაზას” მოთამაშეები გამარჯვებას ზეიმობენ