საქართველოს 14-წლამდელთა B ლიგაში მეორე წრის მატჩები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ისევე როგორ
ც 16 და 18 წლამდელებში, 14-ების A ლიგაშიც 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში თითოეული 12 მატჩს ჩაატარებს.
ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ჰიუნდაია, რომელიც A ჯგუფში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა და პლეი ოფში გასვლა გარანტირებული აქვს. შეგახსენებთ ფორმატსაც, რომელიც სხვა ასაკობრივი ჩემპიონატების ანალოგიურია. თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა, რომლებიც მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.
ჰიუნდაის მოსდევს ვინგსი, რომელიც ასევე გავა პლეი ოფში, ხოლო A ჯგუფიდან დარჩენილი 2 საგზურისთვის 3 გუნდი იბრძოლებს – მაკაბი (4 მოგება, 4 წაგება), ორბი (4 მოგება, 4 წაგება) და ქუთაისის აია (3 მოგებამ 6 მარცხი). პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი გააჩნია დინამოს, ხოლო რუსთავს 9 მატჩიდან 1 მოგება აქვს და ამ გუნდისთვის მთავარი მიზანი A ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ A ლიგაში ბოლო, მე-14 ადგილზე გასული გუნდი B ლიგაში ჩაინაცვლებს, ხოლო მე-12 და მე-13 ადგილებზე გასული გუნდები B ლიგის შესაბამისად მე-3 და მე-2 ადგილებზე გასულ გუნდებთან უმაღლესში დასარჩენ საკვალიფიკაციო სერიებს ითამაშებენ.
რეგულარული ჩემპიონატის B ჯგუფში მეტი დაძაბულობაა. ლიდერია ოვერტაიმი, რომელსაც გამართული 10 მატჩიდან 7 მოგება აქვს. თუმცა ეს ლიდერობა, ჭარბი თამაშების გამოა და დაკარგული ქულებით ლიდერი ზაზა ფაჩულიას აკადემია (8 მოგება, 1 მარცხი) და აჭარის ნაკრებია (6-1). საკალათბურთო აკადემიამ, რომელიც ამჟამად პლეი ოფში გამსვლელ, მე-4 ადგილზეა, დღეს პრინციპულ მეტოქესთან სტუმრად იმარჯვა. აკადემიელებმა რუსთავის აკადემია გასვლაზე 73′:67 დაამარცხეს და პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში დაწინაურდნენ.
აკადემიის მთავარი კონკურენტი თბილისი ბასკეტია (ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ დაკარგული) და სწორედ ეს გუნდები ხვდებიან 10 ივნისს. აკადემიელები გამარჯვების შემთხვევაში პეი ოფისკენ მოზრდილ ნაბიჯს გადადგამენ.