16–წლამდელებმა ანკარის ტურნირი წაგებებით დაიწყეს

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები თურქეთში, ანკარის საერთაშორისო ტურნირზე რომ მიდიოდა, მისი მწვრთნელი გია კაზანჯიანი ამბობდა, შედეგს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენთვის მთავარი გამოცდილების შეძენააო. ჩვენმა კადეტებმა თურქეთში უკვე სამი მატჩი მოილიეს და სამივე წააგეს, რომელთაგან ყველაზე დაძაბული უკრაინელ თანატოლებთან შეხვედრა გამოდგა.
კაზანჯიანის გუნდი სლავებს ბოლომდე ებრძოლა და საბოლოოდ 9 ქულით – 72:81 დამარცხდა. ეს გუშინ მოხდა, ხოლო დღეს ქართველებმა სლოვენიელებთან მოიხარეს ქედი: 56:87 დამარცხდნენ.
ყველაზე მწარე მარცხი ქართველმა 16–წლამდელებმა პოლონელებისგან იწვნიეს ტურნირის პირველ  მატჩში: 46:104.
კაზანჯიანის გუნდი 17 თებერვალს ბერძენ თანატოლებს შეხვდება, რომლებმაც აქამდე გამართული 3 მატჩიდან 2 წააგეს.